უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


მისმა ერთ-ერთმა მათგანმა, თეიმურაზ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 48 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან.


„თენგიზ ჭანია უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და მას შემდეგ იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ერთხელ იყო ჩამოსული და მალევე დაბრუნდა ომში,” - ამბობს თეიმურაზ ბასილაია.


48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თენგიზ ჭანიას გარდაცვალებას და აცხადებს, რომ „საელჩო ჩართულია და შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს, ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა 10 მარტს გავრცელდა.