რუსეთში Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული. ამასთან, ტელეარხებზე უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე.
შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა.
BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება.