ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. სომხური სააგენტო news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ხელყუმბარა აფეთქდა
როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცველებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, პოლიციის შენობაში რჩება.
წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.