გოგი წულაიამ პარტია „თავისუფალი საქართველო“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მან ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან განუცხადა.
წულაია არ გამორიცხავს, რომ შექმნას ახალი პარტია, ან რომელიმე მოქმედ პარტიაში გაწევრიანდეს.
„თავისუფალ საქართველოში“ 12 წელია, ვარ. სამწუხაროდ, ვერ მოვიგე ვერც ერთი არჩევნები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. მირჩევნია ამ ეტაპზე ცალკე, ვებრძოლო ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.