მელონი: პუტინის მუქარის არ გვეშინია

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მუქარის რიტორიკის.

მის სიტყვებს სააგენტო ANSA ციტირებს. მელონიმ კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებებზე, რომლითაც ის მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კრემლის პროპაგანდა ცდილობს „უკრაინასთან კავშირის პოვნას“, მიუხედავად იმისა, რომ ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.


„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა,“აღნიშნა მელონიმ. 

უკრაინამ გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინი ტრადიციული მეთოდებით საბაბს ქმნის ომის ესკალაციისთვის.