ზელენსკი: პუტინი ტერაქტში ისევ უკრაინას ადანაშაულებს - ავადმყოფი და ცინიკური არსებაა

პუტინი ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისი თქმით, ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა ის არის ის, ვინც ორი ათეული წელია, ტერორით იკვებება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინია დიდი ფანჯარა ტერორისთვის.

„ის არის ყველაზე დიდი ფანჯარა ტერორისთვის. ის და მისი დაზვერვის სამსახური. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და სხვისი არავისი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“