ახალი კალედონია (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში) ერთ-ერთია იმ იშვიათ ადგილთაგან, სადაც კორონავირუსი ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ახალი კალედონიის ტერიტორიაზე მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კოვიდინფექციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ France24 იტყობინება.
ინფექციამ მას შემდეგ იფეთქა, რაც კორონავირუსი უოლისის და ფუტუნას ტერიტორიაზე (საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების კუნძულები სამხრეთ წყნარ ოკეანეში) სკოლის ხელმძღვანელს გამოუვლინდა.
ამ კუნძულებმა აქამდე მოახერხეს ვირუსის შეჩერება, რომელმაც დედამიწის თითქმის ყველა კუთხემდე მიაღწია.