სამართალი
ახალი ამბები
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველს და სკოლის წარმომადგენელს ეყრდნობა, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.