სერბეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა

ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისი პოსტი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს მოქალაქეებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. სერბეთის პრეზიდენტი წერს, რომ სირთულეები ელოდებათ, მაგრამ იბრძოლებენ და სერბეთი გაიმარჯვებს. ვუჩიჩმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.


სარაევოს რადიო იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროსაბჭოში კოსოვოს სავარაუდო მიღებას.

სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანას.