თელავში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს.
„გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი)“, - აცხადებენ შსს-ში.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.