კერძო ფრენების საქმის გამოძიების ფონზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

  • პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პირადი თვითმფრინავების გამოყენების ფაქტზე მზარდი კრიტიკისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას 10 აპრილიდან დატოვებს, იტყობინება ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM.

Reuters-ის ცნობით, გადადგომა მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის საჰაერო მოგზაურობის ხარჯებზე, მათ შორის, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს კერძო თვითმფრინავების გამოყენებაზე.


2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, კრიშიანის კარინში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, კერძო თვითმფრინავებით 32-ჯერ გაფრინდა, რაც ბიუჯეტს 613 ათასი ევრო დაუჯდა. კრიშიანის კარინში ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2019-2023 წლებში იყო.