„უცნაურად მომეჩვენა, რომ დაზვერვის სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს“ - იტალიელი მინისტრი რუსეთის ტერაქტზე

ვლადიმერ პუტინმი ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის ISIS-ის თავდასხმის გამო და "პროპაგანდას" აწარმოებს იმით, რომ მოსკოვი „ჩამოაგდებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ F-16-ებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, თუნდაც NATO-ს საჰაერო ბაზებზე.“ ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ტელეკომპანია Rai1-ის ეთერში განაცხადა.

„როგორც ჩანს, ბევრი პროპაგანდაა: რუსეთმა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თავდასხმით, უცნაურად მომეჩვენა, რომ (დაზვერვის) სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს,“ - აღნიშნა ტაიანიმ.


მისი თქმით, ახლა პუტინი ცდილობს „გაფანტოს ყურადღება.“

„ახლა ის ცდილობს ყურადღების გადატანას. არ მგონია, რომ პუტინს მსოფლიო ომი სურდეს იმიტომ, რომ ის ვერ მოიგებს მას," - აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა. 


პუტინმა 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „გაანადგურებს“ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც NATO-ს ქვეყნები უკრაინაში გააგზავნიან. ამავე დროს, პუტინი ამბობს, რომ თვითმფრინავები იქნებოდნენ "ლეგიტიმური სამიზნე", თუ მას "მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან გამოიყენებდნენ."