პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის თვითმფრინავები და მოკავშირეთა ავიაცია კვლავ გააქტიურდნენ უკრაინაზე მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობების საპასუხოდ. აღნიშნავენ, რომ ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაქტიურდა.
„დღეს, ღამით შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციის ინტენსიური, შორ მანძილზე მყოფი საავიაციო აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებთან,“ - განაცხადა პოლონეთის ოპერატიული სარდლობამ სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები 21 მარტსაც გაააქტიურა.
მანამდე, 24 მარტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. პოლონელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავი არ ჩამოაგდეს, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს, 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია.
ამავე დროს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.