ნიდერლანდები ლიეტუვაში, წვრთნებისთვის Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რამდენიმე კვირით გზავნის.
„ეს პირდაპირ უწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და მხარს უჭერს ჩვენს მოკავშირეებს," - განაცხადა ნიდელრლანდების თავდაცვის მინისტრმა.
მან სისტემების განლაგების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა, თუმცა როგორც სამინისტრო იუწყება, ლიეტუვაში წვრთნები ზაფხულშია დაგეგმილი და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება.
„ეს სწავლება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ ფლანგზე ერთობლივი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად,“ წერს უწყება.
ბოლოს Partrtiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ლიეტუვაში გასული წლის ივლისში განლაგდა, როდესაც ვილნიუსმა NATO-ს სამიტს უმასპინძლა.