უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი მოლდოვაში მარკ შევჩენკო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2020 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 29 მარტს გამოაქვეყნა.
შევჩენკოს შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მარკ შევჩენკო მოლდოვაში ელჩად მუშაობა 2020 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ერთ ქვეყანაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ელჩების შეცვლა სტანდარტული დიპლომატიური პრაქტიკაა.