ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა და მისი 5 თანამებრძოლი დააკავეს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. ინფორმაციას რუსული მედისაშუალებები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, სპეცსამსახურები ავიძბას იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დე ფაქტო კანონმდებლობით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნოისთვის, ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.