უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილებოდა რუსული მხრიდან თავდასხმისგან უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, ასევე, საჰაერო თავდაცვის რეზერვების შევსება.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მოლდოვისთვისაც.
„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არამხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში,“ - წერს ზელენსკი.