უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები.
The Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ აქედან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გამოიყენოს უფრო შორი რადიუსის რაკეტები არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ყირიმის აეროდრომებზე თავდასხმისთვის.
„რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი, მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ," - აღნიშნა ზელენსკიმ.