„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
„უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“, - განუცხადეს Europetime-ს სუსში.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი“, - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
ხურვალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, EUMM-ის ცხელი ხაზი გააქტიურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.