ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. ზელენსკიმ მიმართვა ჩაწერა ბოროდიანკაში, ტარას შევჩენკოს ძეგლის ფონზე, რომელიც ოკუპანტებმა დაცხრილეს.

„უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არცერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს.

ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი იყო ბრძოლის ადგილები, უკრაინელების ბრძოლის ადგილები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, სახლებისთვის, სიცოცხლისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, მათ შორის სამხედროებს.