ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე, ვიდრე მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა, იტყობინება Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით. კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას ირანის გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია.
ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი და 144 ადამიანი მოკლეს.
პასუხისმგებლობა ამ ტერორისტული აქტისთვის ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
19 იანვარს ირანმა გამოაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“, ავღანეთში მოქმედი განშტოების მეთაური დააკავა. ირანში 3 იანვარს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
Reuters-ი ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო წყაროების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო ირანში 3 იანვრის ტერაქტიც და მოსკოვში 22 მარტის თავდასხმაც.