საბერძნეთის კუნძულ როდოსზე თურქი ტურისტებისთვის ახალი სავიზო ტერმინალი გაიხსნა, რაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილა.
შეზღუდული დაშვების ვიზა საშუალებას მისცემს თურქ ტურისტებს, საბერძნეთის 10 კუნძულს ეწვიონ. ეს ვიზა მოქმედებს ერთ კვირამდე, შენგენის ვიზაზე განაცხადის საჭიროების გარეშე.
ახალი ვიზა 60 ევრო ეღირება და მოიცავს პასპორტის შემოწმებას და თითის ანაბეჭდს, ხოლო ვიზიტორებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება არ ექნებათ, აცხადებენ ბერძენი ოფიციალური პირები.
პროგრამაში მონაწილე ყველა კუნძული მდებარეობს თურქეთის სანაპიროსთან - ეს არის ლესბოსი, ლიმნოსი, ქიოსი, სამოსი, ლეროსი, კალიმნოსი, კოსი, სიმი და კასტელორიზო. მცირე კუნძულები პროგრამას ივნისში უნდა შეუერთდნენ.
დაძაბულობა NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული დავების და კვიპროსის საკითხზე არაერთხელ გამწვავდა. 2023 წლის დეკემბერში ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ასეთი ვიზიტი იყო ექვსი წლის განმავლობაში. იქ თურქმა და ბერძენმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის დეკლარაციას. ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად“, მაისში, ანკარაში ვიზიტს გეგმავდა.