ჯო ბაიდენი ირანისთვის დაწესებულ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლის ახანგრძლივებს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და მალე კონგრეს გადაეგზავნება.

,,ირანის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა - მათ შორის რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული და ჩვეულებრივი შეიარაღების შესაძლებლობების გავრცელება და განვითარება, რეგიონალური აგრესიის ქსელი და კამპანია, ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა და ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსის მავნე საქმიანობა. მისი სუროგატები - განაგრძობენ უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის.

ამ მიზეზების გამო, 1995 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს 2021 წლის 15 მარტის შემდეგ. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების ეროვნული კანონის მუხლების შესაბამისად, აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ირანის მიმართ 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.