,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც თავად მაღლაფერიძე აცხადებს, პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.
„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook გვერდზე.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის წევრად დაასახელა.