უკრაინამ დაიწყო ზოგიერთი თავდასხმის დრონების აღჭურვა ხელოვნური ინტელექტის (AI) სამიზნე შესაძლებლობებით. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს.
AI-ზე მომუშავე დრონები რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის სამიზნეებზე გამოიყენეს. CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ ზოგიერთ თვითმფრინავზე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მარტივი ვერსიის გამოყენება, რომელიც ეხმარება დრონებს ზუსტ დამიზნებაში და ასევე ხელს უშლის მათ ჩახშობას. უპილოტო თვითმფრინავები სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღს წარმოადგენდნენ უკრაინის თავდაცვისთვის რუსეთის წინააღმდეგ და როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვარში განაცხადა, დრონების ოპერაციები 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
წიაღისეული საწვავი არის რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კრემლის ომის მანქანის შემოსავლის მთავარი წყაროა. როგორც Bloomberg-ი წერს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აწვდის ნავთობს და გაზს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთს. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აწყობდა. Bloomberg-ის ცნობით, 17 მარტის თავდასხმის სამიზნე იყო ათეულობით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.