საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დიდი პარტიის მიწოდებას გეგმავს. მისი გადატანა ჩეხეთის გავლით იგეგმება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ iEidiseis-ი იუწყება.
„მთავრობა ემზადება ჩეხეთის გავლით უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის გასაგზავნად და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისგან თანხმობას ითხოვს,“ - წერს მედია.
მედია ასევე მიუთითებს, რომ საბრძოლო მასალა ბერძნული არმიის მარაგიდან გაიგზავნება და საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი შეაფასა, როგორც "გამოყენებისთვის ვარგისი."
საბერძნეთი მათ გაყიდვას 150 მილიონ ევროდ გეგმავს. საბრძოლო მასალა ამჟამად უკრაინელი დამცველების ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა.