ქართველი ოფიციერ დემეტრე გრიგალაშვილი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩაირიცხა. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავთ დემეტრე გრიგალაშვილს FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვას! დემეტრე საქართველოს პროკურატურის გამომძიებელია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დიდი გამოცდილებით. FBI-ს ათკვირიანი პროგრამა თავს უყრის სამართალდამცველ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან ერთობლივი წვრთნისა და ლიდერობის გამოცდილების გაცვლის მიზნით. დემეტრე მეთოთხმეტე ქართველი ოფიცერია, რომელიც ამ პროგრამას გაივლის,“ წერს საელჩო.