უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2 აპრილს განაცხადა, რომ აპირებს, კვლავ იბრძოლოს საპრეზიდენტო პოსტისთვის მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დასრულდება.
პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპარლამენტის არჩევნებში, როდესაც უკრაინა ევროკავშირში შევა.
შემდეგი საპრეზიდენტო კენჭისყრა 2024 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ საომარი მდგომარეობა, რომელიც 2022 წელს გამოცხადდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, არარჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მზად იყო არჩევნების ჩასატარებლად მაგრამ თვლიდა, რომ უკრაინელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი კენჭისყრა ომის დროს იქნებოდა "საშიში და უაზრო."
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების თითქმის 70% ფიქრობს, რომ ზელენსკი უნდა დარჩეს თანამდებობაზე საომარი მდგომარეობის განმავლობაში. პოროშენკო ერთი ვადით იყო უკრაინის პრეზიდენტი 2014 წლიდან 2019 წლამდე.
უკანასკნელ არჩევნებში, რომელიც 2019 წელს გაიმართა, მისი მეტოქე იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. მაშინ ორივე კანდიდატმა მიაღწია მეორე ტურს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მისცა ხმა, პოროშენკოს კი - 24%-ზე ოდნავ მეტმა.