ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს
„ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს,“ - წერს რებეკა ჰარმსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს.