აშშ-ის საელჩო: თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 9 მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ და მათი საქმიანობა აშშ-საქართველოს პარტნიორობას ყოველდღიურად აძლიერებს.

,,ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ. მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.მადლობას ვუხდით ელჩ კელი დეგნანს, ელჩის მოადგილე რაიან ჰარისს, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის, გამოძიების ფედერალური ბიუროს იურიდიულ ატაშე დაიეპ შუმეიკერს, საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერს, კონსულ კეტრინ აბეიტს, ნარკოტიკებთან ბრძოლის ატაშე ჯენიფერ სვიდერს, რეგიონული ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მრჩეველ როზიცა პეტროვსა და ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამის დირექტორ რებეკა ჰანტს მათი ლიდერობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.