ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს მმართველ პარტიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„როგორც მახსოვს, ზუსტად ერთი წელი და ერთი თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა.
მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს. ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია.
საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი”, – განაცხადა ფოტიგამ ტელეკომპანია „ფორმულასთან.“
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.