ფრანგი მილიარდერი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი პოლიტიკოსი და მილიარდერი ოლივიე დასო ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.

BBC წერს, ავიაკატასტროფას პილოტიც ემსხვერპლა. ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა. მილიარდერი თავის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა.

ოლივიე დასო სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის კომპანიაც „რაფალის“ სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებდა და გაზეთ „ფიგაროს“ ფლობდა. Forbes-ის მიხედვით, ოლივიე დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 361-ე ადგილს იკავებდა.