მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით, პარტია ,,ლელომ" საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა.
როგორც პარტიის წევრმა და იურისტმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რადგან გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.
„ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სიახლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, – განაცხადა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.