ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ აშშ-ში, საშუალო სკოლის მოსწავლეები კოვიდვაქცინით შემოდგომისთვის აიცრებიან.
ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებითი სკოლების მოსწავლეების ვაქცინაცია სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი.
ფაუჩი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის პოზიციაზეა, ასევე განუცხადა CBS- ს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაიწყო. მან მოუწოდა არჩეულ ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ ნუ გააუქმებენ შეზღუდვებს.
გასულ კვირას, მისისიპისა და ტეხასის გუბერნატორებმა თავიანთ შტატებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნეს.