სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე რთული ვითარება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების არგუმენტია

NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და ბრძოლის ველზე არსებული რთული ვითარება არის არგუმენტი მხარდაჭერის გაძლიერებისა და არა მისი შემცირებისთვის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.


„უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა. ეს არის არგუმენტი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად და არა შემცირებისთვის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც ცნობილია, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება მთავარ საკითხებს შორისაა.