აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: Covid19-ის ვაქცინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარდასაჭერი საშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები Covid19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შტაბებმა სამი ონლაინგამოცემის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც მათი ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

Wall Street Journal (WSJ) პირველად იტყობინებოდა სავარაუდო კამპანიის იდენტიფიცირების შესახებ კვირა დღეს. კრემლის სპიკერმა უარყო აშშ-ის პრეტენზია, რომ რუსეთი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ვაქცინების შესახებ WSJ- სთვის.