ნორვეგია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტებს აკრიტიკებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს.

„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივებით "უცხოური გავლენებისა" და "ოჯახის ღირებულებების" შესახებ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასა და LGBTQI+ პირების სტიგმატიზებას ემსახურება, რაც ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, ქართულ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას," - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.