ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 372 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2903-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 140 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 43 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1197 გახდა. გარდაცვლილია 28 პაციენტი.