ენტონი ბლინკენი: აშშ-ისა და NATO-ს ჯარების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, შესაძლოა, ,,თალიბანი" გააქტიურდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და NATO-ს ჯარები ავღანეთს დატოვებენ, ,,თალიბანი" შესაძლოა გააქტიურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BCC ავრცელებს.

თალიბანსა და ტრამპის წინა ადმინისტრაციას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, დარჩენილი აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქვეყანა მალე უნდა დატოვონ.

BBC-ის მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის გაუგზავნა, სახელმწიფო მდივანი 90 დღის განმავლობაში ძალადობის შემცირების მოწოდებით გამოდის და აღნიშნავს, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევა გაეროს ზედამხედველობით უნდა წარიმართოს.

იანვარში, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაიდო თალიბებთან.

გარიგების თანახმად, დარჩენილი 10 000 აშშ-ს NATO-ს სამხედრო ძალები ქვეყნიდან უნდა გავიდნენ პირველამდე მაისამდე, თალიბანის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

თეთრმა სახლმა ახლა განაცხადა, რომ სურს დარწმუნდეს, რომ ავღანეთის შეიარაღებული დაჯგუფება შეასრულებს თუ არა თავის ვალდებულებებს.

ცნობისთვის, „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.