ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის მეუღლემ „ტვ 24“ იყიდა

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ცოლმა ირა ფიჩხაძემ, ტელე-რადიო კომპანია „ტვ 24“ იყიდა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ არაერთ ცნობილ ჟურნალისტთან.

ტელევიზია საცდელ მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს.

შოთა შალელაშვილი პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

როგორც შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მისმა ცოლმა ტელევიზიის ყიდვის გადაწყვეტილება თავად მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში „ობიექტური ტელევიზია არ არსებობს.“