სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მხარდამჭერებმა თბილისში ავტოკოლონების მსვლელობა მოაწყო.
აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა მსვლელობა ნიკა მელიას გლდანში მდებარე ოფისიდან დაიწყეს და გლდანი-ნაძალადევის გამგეობასთან მივიდნენ.
მათ გამგეობასთან წარწერები, "იკა ტრიი, ტრიი, ტრიი" გააკეთეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რამდენიმე ადგილზე აპირებენ მისვლას, მათ შორის მივლენ მთავრობის ადმინისტრაციასთან.