USAID სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, $8,6 მლნ-ს გამოყოფს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების სტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ მაქიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ახალი 8.6 მილიონი დოლარის პროგრამა გააუმჯობესებს სომხეთის ხელმისაწვდომობას განახლებად ენერგიაზე და ის ხელს შეუწყობს ინტეგრაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საგანგებო დაგეგმვა საშუალებას მისცემს სომხეთს, სისტემატურად უპასუხოს მიწოდების შეფერხებებსა და გაზარდოს ენერგოეფექტურობა. ეს დაფინანსება ასევე გააძლიერებს სომხეთის, უნარს უკეთ გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში,“ - აღნიშნა მაქიიმ.