USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს.
დღეს, აშშ. ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.
„USAID/PROLoG, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ყოველწლიურად უჭერს მხარს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ქალთა გაძლიერების ფორუმს იმ სირთულეებზე სასაუბროდ და გამოსავლენად, რასაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები აწყდებიან.წელს, ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ტარდება ონლაინ და მოიცავს ორ ძირითად თემას: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“, - ნათქვამია USAID-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.