ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.
მარტვილის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის მეორე სართული, რა დროსაც მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.
დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაშავებულები გადაყვანილები არიან კლინიკაში.
დაპირისპირება მოყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობდა და განიხილებოდა ორი სასულიერო პირის, დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა