ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით. Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, ხდება. დაზიანდა შენობის კედელი. ვინ მოაწყო თავდასხმა, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს სხვადასხვა ქვეყანაში დაესხნენ თავს. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, მას ცეცხლი მოედო.
კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი, წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.