ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა.
დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შეასრულებს. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა.