ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება. Wizzair-ის ცნობით, რეგულარული რეისების გარდა, Wizz Air-მა 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან გამართავს.