რუსეთმა ყაზახეთს 100 000 ტონა საწვავის მიწოდებისთვის მომზადება სთხოვა, საწვავის დეფიციტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება, უკრაინული დრონების შეტევებისა და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების გაჩერების გამო გამწვავდეს. Reuters-ის ცნობით, რუსეთისთვის რეზერვების გამოყენება უკვე შეთანხმებულია. საწვავის მიწოდებაში დახმარებაზე ბელორუსიც დათანხმდა.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა შინგსი ილიასოვმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არ მიუღია ასეთი თხოვნა მისი რუსი კოლეგისგან. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, პირველი მარტიდან საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "ვითარება საწვავის შიდა ბაზრებზე სტაბილურია და რეზერვები საკმაოდ დიდია."
NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა.