საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაიცვალა 15 ადამიანი. მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილებიდან, თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 7 პაციენტი.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს.