სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ.
ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.